Friday, February 13, 2015

 ერივნული სასწავლო გეგმიდან დაპროექტება და ინდიკატორების შაბლონში გადმოტანა.
გოგლის დრაივში შესვლა და ინფორმაციის გაზიარება.

Monday, February 9, 2015

დღე მეორე

ვისწავლე  ანუ გავიმეორე ელ.ფოსტით სარგებლობა ასევე ბლოგის გახსნა წერილების განთავსება პროექტის შაბლონის გამოყენება დასხვა.

Thursday, September 5, 2013

ჩემი სოფელი



1.  .პროექტის სახელწოდება --- ჩემი სოფელი
2.პროექტის მთავარი იდეა----ჩვენს სოფელში ჩამოსვლას აპირებენ ფრანგი ტურისტები ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის გაგვეცნო ჩვენი სოფელი თავიანთ ენაზე  და
 ,მოგვეწვია ისინი ჩვენს სკოლაში.
3.პროექტის  აქტუალობა-----ბავშვები ახლო კონტაქტს დაამყარებენ უცხო ენაზე სტუმრებთან ,გამოიყენებენ ნასწავლ ლექსიკას,გააუმჯობესებენ პრეზენტაციის უნარს, განამტკიცებენკომპიუტერული მუშაობის უნარებს, შეასრულებენ გიდის როლსაც ფრანგებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ,მოსწავლეებს შორის, ასევე ისწავლიან პასუხისმგებლობის უნარს რომელიც უმთავრესია ადამიანისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე.

4პროექტის მიზნები -----
. ჩვენი პროექტით  ფრანგები გაეცნობიან ჩვენს სოფელს და მათი მეშვეობით კი ცნობილი გახდება სხვადასხვა ქვეყნებში ,ასევე მათი შუამავლობით დავამყარებთ კონტაქტს ფრანგ
ბავშვებთან.
5. მონაწილეთა ასაკი----XI--XII-კლასის მოსწავლეები.

6. ვადები, ხანგრძლივობა---- ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები----მოსწავლეები მოიძიებნ სოფლის წარსულს,გადაიღებენ მისი წარსული ისტორიის ნაშთებსაც მოიწვევენ სოფლის მოხუცებს რომლებიც მოყვებიან მის საინტერესო ისტორიებს, გადაიღებენ მის ისტორიულ ძეგლებს შექმნიან სოფლის რუკას. ალბომს სურათებით, რომელიც სოფელს წარმოაჩენს თავისი მომხიბვლელობით და მას  საჩუქრად გადასცემენ  სტუმრებს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები----კომპიუტერი, 1 პროექტორი ციფრული აპარატი ,ფურცლები, ფლომასტერები. ვებ გვერდი google საძიებო ,power point-ი. google დედამიწა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :
ა) მოსწავლეებს ვყოფ 4 ჯგუფად,  თვითეულ  ჯგუფს  ვარქმევთ სახელებს თავიანთი სურვილის მიხედვით.. შემდეგ მათ ვაძლევ ცალკ- ცალკე თავის დავალებას, კერძოდ პირველ ჯგუფს ვავალებ გამოიკვლიოს სოფლის ისტორია ,რა ლეგენდები არსებობს მისი სახელწოდების შესახებ, ჩაიწეროს ან მოიწვიოს მოხუცი ადამიანები პრეზენტაციის დროს და იზრუნოს საკლასო ოთახის დიზაინზე.
ბ) მეორე ჯგუფს ვავალებ გადაიღოს  ისტორიული ადგილების სურათები მათ შორის, ე.წ. დარნების,ეკლესიების ინტერიერი და ექსტერიერი,  ძველი საცხოვრებელი სახლები რომლებიც შემორჩენილია დღემდე,ასევე თანამედროვე სახლებიც და გაავლონ პარალელები მათ შორის, გაანალიზონ თითოეული სურათი. რატომაა ისინი საინტერესონი.
გ) მესამე ჯგუფს ვავალებ  გააცნონ სტუმრებს  თუ  სოფლის მეურნეობის რა დარგებია განვითარებული აქ თავისი ილუსტრაციებით.სოფლის მცხოვრებლები კიდევ რითი ირჩენენ თავს ,და ბოლოს ილაპარაკებენ სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მის ფლორა--ფაუნაზე.
დ) მეოთხე ჯგუფი კი მოიძიებს რა პრობლემები აწუხებს დღეს მაცხოვრებლებს და თუ შესაძლებელია სპონსორების გამონახვა.

10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი. :
კავშირი გვაქვს ისტორიასთან , გეოგრაფიასთან   და  ხელოვნებასთან.
უცხ.XI.4 მოსწავლე თავს ართმევს ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.აა

ა) სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე.
ბ) მართებულად იყენებს მეტყველების ფამილიარულ და თავაზიან ფორმებს

უცხ.XI. 6 მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს.
ა) ყვება გაგონილ წაკითხულ ამბავს.
11. პროექტის ხელმძღვანელი:----ფრანგული ენის მასწავლებელი , ქ. თედორაძე.
12. ხელმძღვანლის ელ ფოსტა----qetevantedoraze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: